მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა”

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა”

თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა ყველა ერთად აღებული – კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღმდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან“, – განაცხადა კალაძემ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას გუშინ  სამტრედიაში საარჩევნო ოფისის გახსნისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.

კომენტარები