მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ დაგტოვა ჩემო ანამარია მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა” – გეგუთში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა

“არ დაგტოვა ჩემო ანამარია მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა” – გეგუთში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა

გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდის მამაც გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებდა.

გია ბაბუნაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, მდგომარეობა მძიმე იყო და დღეს გარდაიცვალა.

“გლოვობს ჩემი გეგუთი, არ დაგტოვა ჩემო ანამარია, ანგელოზო მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა. შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი, ეხლაც ისევ ისე იზრუნებს, შენზე როგორც ზრუნავდა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები.

ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც..

ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს.

მთელი სოფელი დამუნჯდა, მაშინ, როცა ანამარია გარდაიცვალა.

მთელი სოფელი გტირით გია და ანამარია”, – წერს შოთო სიხარულიძე.

გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევა 11 ივნისს მოხდა. შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ბავშვის მამა, ბებია და და კი მძიმედ დაშავდნენ. მცირეწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

კომენტარები