პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული, ზესტაფონში მცხოვრები 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა ფატი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში მოკლული შვილის სახელით დაწერილ პოსტს აქვეყნებს.
“მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით.
არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, გენინსპექციამ და ჩემი დაუცველობისთვის სახელმწიფოს მოეთხოვა პასუხი სტრასბურგში.
მე დამიცვა: GYLA.EHRAC, Sapari. არასამთავრობო ორგანიზაციებმა… საიამ, რომელიც დღემდე მიცავს. ის დაგიცავს შენც… “არა რუსულ კანონს”, – წერს ფატი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში
19 წლის სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში, ერთ-ერთ პარკში ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა სერგი საცერაძემ, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.
მკვლელობამდე სალომე ჯორბენაძემ მიმართა პოლიციას, ასევე პროკურატურას, გენინსპექციას და ყოფილი ქმრის სისტემატური ძალადობისგან დაცვა მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ. სალომე ჯორბენაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.
კომენტარები