მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ ვიცი ამას რა ქვია, საკუთარი მოქალაქები გაწირო 40-გრადუსიან სიცხეში”

“არ ვიცი ამას რა ქვია, საკუთარი მოქალაქები გაწირო 40-გრადუსიან სიცხეში”

ქუთაისის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია.

ასევე გაუქმებულია რამდენიმე მოსაცდელი, რის გამოც მოქალაქეები სასურველ ტარნსპორტს მზის ქვეშ ელოდებიან.

“არ ვიცი ამას რა ქვია, საკუთარი მოქალაქები გაწირო 40-გრადუსიან სიცხეში და ღია ცის ქვეშ დგომისთვის. არა უსაფრთხო ადგილი, არა გაჩერების მანიშნებელი და დროებითი კონსტრუქცია. არ ვიცი, ეგ თვითნებურად ხალხის მოწყობილი გაჩერებაა, თუ მერიის გადაწყვეტილება. მოკლედ სრული კოშმარი ხდება აქ და რუსთაველის ხიდის მეორე მხარსაც იგივე”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და გიდი ლაშა ბერეკაშვილი.

კომენტარები