მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არ მაქვს სახლი, ასე გავათევ აქ, სკამზე” – ქუთაისში მოხუცი ღამეს ქუჩაში ათევს

“არ მაქვს სახლი, ასე გავათევ აქ, სკამზე” – ქუთაისში მოხუცი ღამეს ქუჩაში ათევს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, უსახლკარო მოხუცი ღამეს ქუჩაში, ძელსკამზე ათევს.

წვიმაში რომ არ დასველდეს, ქოლგას ეფარება. ქუჩაში მყოფ მოხუცს გარე საფრთხისგან შინაური ოთხფეხა მეგობრები იცავენ.

“არ მაქვს სახლი, ასე გავათევ ღამეს აქ სკამზე, წვიმის არ მეშინია ქოლგა მაქვს და არ დავსველდები. აქვე მყავს ჩემი მეგობარი ძაღლები, ესენი ჩემს თავს არავის დააჩაგრინებენ”, – აცხადებს მოხუცი.

კომენტარები