მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“არ შეიძლება ასობით მილიონი ლარის ღირებულების შენობა ჩვენს თვალწინ ნადგურდებოდეს”

“არ შეიძლება ასობით მილიონი ლარის ღირებულების შენობა ჩვენს თვალწინ ნადგურდებოდეს”

“არ შეიძლება ასობით მილიონი ლარის ღირებულების შენობა ჩვენს თვალწინ ნადგურდებოდეს”, – ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში და მის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას.

პოლიტიკოსის თქმით, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციურმა მთავრობამ პარლამენტს სიცოცხლე უნდა დაუბრუნოს.

“2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პარლამენტის შენობის სიცოცხლის დაბრუნება უნდა იყოს! არ შეიძლება ასობით მილიონი ლარის ღირებულების შენობა ჩვენს თვალწინ ნადგურდებოდეს”, – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ეზოში ძირითადად მსხვილფეხა პირუტყვი ბალახობს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრი პირუტყვების თავშეყრის ადგილად იქცა.

მიტოვებულ შენობასთან არსებული ტერიტორია უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი, შენობა კი ნადგურდება.

ქუთაისელები წუხან, რომ ყოფილმა საპარლამენტო ქალაქმა სტატუსი დაკარგა, მოსახლეობა კი ქუთაისს ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ქუთაისში 2012 -2018 წლებში ფუნქციონირებდა, 2019 წელს კი “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი თბილისში დააბრუნა.

კომენტარები