მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ასეთი უსირცხვილო და არაკომპეტენტური თანამშრომელი ჰყავს შსს-ს ბაღდათის სამმართველოში”

“ასეთი უსირცხვილო და არაკომპეტენტური თანამშრომელი ჰყავს შსს-ს ბაღდათის სამმართველოში”

უფლებადამცველ ალექსანდრე სარაჯიშვილის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა ვაჟა ზირაქაძემ ქუთაისში, პოლიციის #1 განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხა მოქალაქე და ჩვენება მოწმის ხელმოწერამდე შეცვალა.

მისივე თქმით, ზირაქაძეს სურდა, მოწმეს ხელი მისივე დაწერილ აბსურდულ ჩვენებაზე მოეწერა, თუმცა მოქალაქემ განყოფილება ისე დატოვა, ეს არ გაუკეთებია.

“ვაჟა ზირაქაძე გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქ. ბაღდათის სამმართველოში, რომელმაც დღეს ქ. ქუთაისში პოლიციის #1 განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხა მოქალაქე და მოქალაქის მიერ მიცემული ჩვენება მოწმის ხელმოწერამდე შეცვალა და ბატონ ვაჟას სურდა მოწმეს მოეწერა ხელი მისივე დაწერილ აბსურდულ ჩვენებაზე.

ეს არის უდიდესი დანაშაული და გადაცდომა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან.

მსგავსი თანამშრომელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.

მოწმემ განყოფილება დატოვა ისე, რომ ხელიც აღარ მოაწერა ოქმს.

ასეთი უსირცხვილო და არაკომპეტენტური თანამშრომელი ჰყავს შსს-ს ვაჟა ზირაქაძის სახით.

ძალიან არასწორ მისამართზე მოხვდით ბატონო ზირაქაძე ვაჟა”, – წერს უფლებადამცველი.

კომენტარები