მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ასე რუსიც კი არ მოგვექცეოდა და თქვენ რამ შეგაძულათ თქვენი ქალაქი”

“ასე რუსიც კი არ მოგვექცეოდა და თქვენ რამ შეგაძულათ თქვენი ქალაქი”

ქუთაისში, აბაშიძისა და ბუხაიძის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი დააგეს, ადგილობრივების თქმით, ახლა გავლა შეუძლებელია.

“ეს უკრაინა არ გეგონოთ. აქვეა, აბაშიძისა და ბუხაიძის ქუჩების გადაკვეთასთან. ქვაფენილი შემოდგომაზე დააგეს. ვიფიქრე გვეშველათქო, მაგრამ სიხარულიც ვერ მოვასწარი. ერთ თვის შემდეგ ამ მდგომარეობაშია. გავლა შეუძლებელია.

ალბათ, წყალკანალმა იზრუნა, სადაც კი ასფალტს აყრიან ყველგან თავის ხელწერას ტოვებენ. ასე რუსიც კი არ მოგვექცეოდა და თქვენ რამ შეგაძულათ თქვენი ქალაქი”, – წერს სოციალურ ქსელში ლელა ცეცაძე.

კომენტარები