მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“აუდიტის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებზე, რომელიც ქუთაისი მერიის საქმიანობას ეხება, მკაცრი რეაგირება იქნება”

“აუდიტის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებზე, რომელიც ქუთაისი მერიის საქმიანობას ეხება, მკაცრი რეაგირება იქნება”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებზე, რომელიც ქუთაისის მერიის საქმიანობას ეხება, მკაცრი რეაგირება იქნება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტს არ იცნობს, თუმცა მოიკითხავს მას და ყველა ასეთ ფაქტზე მკაცრი რეაგირება იქნება.

“არ მინახავს და მოვიკითხავ აუცილებლად. არცერთი ასეთი ბრალდება და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე. ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება თითოეულ ასეთ ფაქტს. ამას გპირდებით მე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად მუნიციპალიტეტის საქმიანობაში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. ამასთან, აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ „2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ“.

კომენტარები