მთავარიახალი ამბებისლაიდი

“აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგეს 30 ოქტომბერს”

“აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგეს 30 ოქტომბერს”

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს ყველა რაიონში ნარკოტიკების დიდი რაოდენობა დაარიგა.

როგორც მელიამ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც აუცილებლად გაეცემა პასუხი.

“რეჟიმმა 30 ოქტომბერს უკადრებელი იკადრა. აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგეს 30 ოქტომბერს, ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს უამრავი ახალგაზრდა, რომ ყველაფერი ეკადრებინათ, დანაშაული ჩაედინათ და ეძალადათ და ეს გააკეთა ხელისუფლებამ. ხელისუფლება როდესაც ყველაფერთან ერთად კადრულობს ნარკოტიკების დარიგებას ახალგაზრდობისთვის, ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც პასუხს აუცილებლად გავცემთ. ივანიშვილს ქონდა იმედი, მივიღებდით ამ უსამართლობას, არა ხალხო, უკანსკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ წართმებული არჩევნების დასაბრუნებლად”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები