მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“აუცილებელია, საერთაშორისო რეპუტაციისა და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა შეაფასოს რიკოთის უსაფრთხოება”

“აუცილებელია, საერთაშორისო რეპუტაციისა და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა შეაფასოს რიკოთის უსაფრთხოება”

“ლელო” რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ  უღელტეხილზე ახალი მაგისტრალის  სამშენებლო სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს.

“ლელო” აუდიტის ჩატარებას მოითხოვს პროექტის უსაფრთხოებაზე, მეწყერსაშიში ზონებსა და ფინანსებზე.

პარტია ითხოვს, რომ რიკოთის მთლიან მონაკვეთს, ოთხივე ლოტს, სრულფასოვანი, საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

“აუცილებელია, რომ საერთაშორისო რეპუტაციისა და სანდოობის მქონე პროფესიონალთა ჯგუფმა შეაფასოს რიკოთის უსაფრთხოება – ჩაატაროს უსაფრთხოების აუდიტი, გარემოს დაცვითი საკითხების აუდიტი და ცხადია, ასევე ფინანსური საკითხების აუდიტირება. 2 კვირაა, მეტიც ლელომ ეს წინადადება გააჟღერა და მიმართა ხელისუფლებას, რადგან რიკოთი არ არის ვინმეს საკუთრება. ჩვენ არ ვსაუბრობთ, პროექტის რა ნაწილია შესრულებული, ჩვენ ვსაუბრობთ და ვსვამთ კითხვას, როგორ არის შესრულებული და რამდენად უსაფრთხოა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ოპოზიციის განმარტებით, მშენებლობა ყველანაირი ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რომელზეც პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ იღებს.

კომენტარები