მთავარიახალი ამბებისლაიდი

აქციაზე დაკავებულების პროცესი გადაიდო, სამოქალაქო აქტივისტები კი გაათავისუფლეს

აქციაზე დაკავებულების პროცესი გადაიდო, სამოქალაქო აქტივისტები კი გაათავისუფლეს

ქუთაისში, საწვავის მაღალი ფასის პროტესტის ფაქტზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გადაიდო, სამართლებრივი დავის დასრულებამდე კი სამოქალაქო აქტივისტები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სოციალური პროტესტის გამო დაკავებულების თქმით, მათი მოთხოვნები საწვავის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ისევ გაგრძელდება.

აქტივისტები ასევე პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა, ახალგაზრდების თქმით, ყველა განსხვავებული აზრის მიღმა მთავარი ოპოზიციური ძალა არ მოიაზრება.

 

კომენტარები