მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აქციაზე დაკავებული ვარლამ გოლეთიანი და სხვა აქტივისტები სასამართლოს მოლოდინში არიან

აქციაზე დაკავებული ვარლამ გოლეთიანი და სხვა აქტივისტები სასამართლოს მოლოდინში არიან

რაჭის ტყის დაკავებული მცველები სასამართლო პროცესების მოლოდინში არიან. გარემოს დაცვის სამინისტროსთან აყვანილ აქციის მონაწილეებს შორის არიან ვარლამ გოლეთიანი და ჟურნალისტი რატი რატიანი.

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან მთელი ღამე გაათენეს. მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა შეემატა – ახლა ისინი აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ.

მათივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია სად არიან გადაყვანილი სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზია გაუქმდეს. მათი თქმით, ეს ტყე ხალხის საკუთრებაა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

კომენტარები