ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი სამართალდამცველების მხრიდან ნაცემია.
ადვოკატის თქმით, მას მაისური აქვს შემოხეული და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნება.
აქტივისტი იმ დროს დააკავეს, როცა ის ბათუმში რუსული გემის შემოსვლას აპროტესტებდა.
“მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნება, ასევე შემოხეული აქვს მაისური”, – აცხადებს ადვოკატი ოთარ ჭანტურიძე.
რუსების ბათუმის პორტში ჩამოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. საკრუიზო ლაინერმა პორტი პროტესტის ფონზე გუშინ დროზე ადრე დატოვა.
კომენტარები