ივანიშვილის სოფელში, ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება იყო.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივები დაახვედრეს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის იკრიბებიან. იქ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე და მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ.
კომენტარები