მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აქ უამრავი ბავშვი იყრის თავს და სიცოცხლისთვის საშიშია”

“აქ უამრავი ბავშვი იყრის თავს და სიცოცხლისთვის საშიშია”

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე თვის წინ, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული რკინის კონსტრუქცია ბავშვებისთვის საფრთხეს ქმნის.

ლეჟავას ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ძლიერმა ქარმა სპორტული მოედნის ერთი მხარე მთლიანად მოგლიჯა და რკინის მძიმე კონსტრუქციის ერთი ნაწილი საბავშვო სასრიალოს, მეორე კი ტრენაჟორების გადახურვას ეყრდნობა.

“საღამოობით აქ უამრავი ბავშვი იყრის თავს და სიცოცხლისთვის საშიშია. შაბათს ავტოქარხანა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს საკრებულოში და იქნებ მოესწროს გაკეთება”, – წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

კომენტარები