მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

აშშ-მა “ხარება”, მისი მოადგილე და “ალტინფოს” წარმომადგენლები დაასანქცირა

აშშ-მა “ხარება”, მისი მოადგილე და “ალტინფოს” წარმომადგენლები დაასანქცირა

აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება დაასანქცირა – განცხადებას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. დასანქცირებულია ასევე მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურიც.

დასანქცირებულები არიან პრორუსი კოკა მორგოშია და ზურა მახარაძეც.

აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების შედეგად სანქცირებულ პირთა “ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც აშშ-შია ან აშშ-ის პირთა კონტროლის ქვეშ ან მფლობელობაშია, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურს (OFAC)”.

გარდა ამისა, დაბლოკილია ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად თუ საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე სანქცირებულ პირს.

კომენტარები