უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მოვლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.
მათი განცხადებით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის ეკლესიაში მოავლინა. ამ სასულიერო პირების საეჭვო რეპუტაციის გამო ეკლესიიდან წავიდა არქიმანდრიტი მაკარი გოცაძე.
აქციის მონაწილეები საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ ახალი ბერები არ დატოვებენ მონასტერს, უბისის ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება.
კომენტარები