მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ახალი სასწავლო კურსი  – “ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს”

ახალი სასწავლო კურსი  – “ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს”

“ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს“ – ეს იმ აქციის სახელწოდებაა, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისთვის ფონდ „სოხუმის“ მიერ კიდევ ერთი ახალი სასწავლო კურსი დაიგეგმა.

“Brot für die Welt”–ის მხარდაჭერით ფახულანელი ქალები კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს ადგილობრივი ტრენერის დახმარებით შეისწავლიან. სასწავლო კურსი სამთვიანია და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ.

“მე ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსიც დავამთავრე, მათგან ბიზნეს გეგმის წერაც ვისწავლე, მცირე გრანტიც მოვიგე და ახლა მინდა საკუთარი ფეისბუქგვერდი გავაკეთო, ვმართო, ვისწავლო საკუთარი წარმატების რეკლამირება და გაყიდვა სოციალური ქსელის მეშვეობით“, – ამბობს სოფო.

„ელექტრონული ფოსტის გამოყენება დამჭირდა და ბევრი სხვა ქმედება, რომელიც კომპიუტერის უკეთ ცოდნას მოითხოვს. „სოხუმელებმა“ აქაც დროულად აღმოგვიჩინეს დახმარება,“- აცხადებს მარიკა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ფახულანში უკვე რამდენიმე   წარმატებული პროექტი განახორციელა, რომლის მიზანიც ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

კომენტარები