Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან 281 იმერეთში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 863 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 312, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 802 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 251 პირი, გარდაიცვალა 42 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.41%
კომენტარები