ქუთაისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, ხვალ, 10 მაისს, 18:00 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და ფეხით მსვლელობას “ქართული ოცნების” და ქუთაისის მერიის მიმართულებით მოაწყობენ.
“ახლა დუმილი დანაშაულია, გამოდით, შემოგვიერთდით, ჩვენი არჩევანი ევროპაა, არ გვინდა რუსეთში”,- აცხადებენ ორგანიზატორები.
ქუთაისში 3 კვირაზე მეტია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები უწყვეტ აქციებს მართავენ.
კომენტარები