მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ახლა მიკითხვენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?!”

“ახლა მიკითხვენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?!”

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ის ლიდერები, რომელიც მას “კარიერით ემუქრებიან”, 2007 წლამდე მიხეილ სააკაშვილის შტაბში ან “ქართუ ბანკში” იყვნენ.

მისივე თქმით, დღეს ბრიფინგის გამართვას არ გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე მას არ მოუსმინეს, გადაწყვიტა, მიმართოს მათ, ვისთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გაუვლია.

“ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ ზოგიერთები, არ ვიცი, ვისგან იყვნენ მართული, შემოვარდნილიყვნენ სასახლეში, ეს არ არის ფორმა. ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები და ეს იყო მიზამიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან ასე ვთქვათ, რომლის დღეს მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს, 2007-ს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ფორმით თვლიან რომ შეიძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები ახლა მასწავლიან, მიკითხვენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?! მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ, მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო “ქართუ ბანკში”, კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და პერსონალური ეს არ მინდა გავხადო. მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს?!

ისიც მინდა, ვთქვა, რომ მინდა, ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ რეალურად ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ, მე მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის, არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის იმათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.

ვის აწყობს? რატომ, არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, აქციაზე მაქვს საუბარი, როცა ვამბობ მოვარდნას და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთნი როცა იმას აქეზებდნენ რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, იქნება ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არა ხარ ლაჩარი, ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს, ერთ მხარეს, ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამითი პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. მე ამაში არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს, ზეწოლა, ბულინგი, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი ჩემ კარებთან. არც ერთ ქვეყანაში სხვაგან არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრებია და სხვადასხვა გემოვნება.

მერე მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. ვინმე თუ მიცნობს ამ ქვეყანაში, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალათ რაც არ უნდა იყოს, ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით შანტაჟის მცდელობები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები