მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ახლობლები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ახლობლები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ახლობლები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ქიშო დოლაბერიძესთან დაკავშირება 23 იანვრის მერე ვერ ხერხდება.

მეუღლის ინფორმაციით, კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა ბოლოს ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით გავიდა და ფეხით გადაადგილდება.

“მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო გთხოვთ დამეხმარეთ! დაიკარგა ჩემი მეუღლე, ქიშო დოლაბერიძე. 23 იანვრის 14:00-დან-15:00 საათის შემდეგ ვერ ვუკავშირდებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ქუთაისის გზის ტერიტორიებზე იქნებ შენიშნეთ ვინმემ.. კამერების გადამოწმებით ირკვევა, რომ ბოლოს ბათუმიდან გამოდის ქუთაისის მიმართულებით… გადაადგილდება ფეხით… პოლიცია ვერ პოულობს ჯერჯერობით, მხოლოდ თქვენი იმედიღა შეგვრჩა, რომ უფრო მალე თქვენ დაგვეხმარებით.

თუ ვინმემ დაინახეთ, ან დაინახავთ, დარეკეთ ამ ნომერზე: 597 82 88 02 – მაგდა. უმორჩილესი თხოვნაა, გადააზიარეთ პოსტი, ვინც ნახავთ!!”, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

განახლება: ქიშო დოლაბერიძე იპოვეს, ის თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები