მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაგრატის ტაძარში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ

ბაგრატის ტაძარში ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება ბაგრატის ტაძარში – გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში იკვეთება ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს მსახური. როგორც ირკვევა, მიტროპოლიტ იოანეს  ტაძრის წინამძღვარ მამა გიორგი ნებიერიძესთან ტაძარში ხატების გადაადგილებასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, რის შემდეგაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მისი გარემოცვის წევრმა ხელი ერთ-ერთი მღვდლის მისამართით ასწია.

“მეუფისგან წამოვიდა უსიამოვნო რაღაცები. ჩვენი მხრიდან არ ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი და მეუფის მსახურიდან – კი”, – განაცხადა მამა იაკობმა.

რაც შეეხება მამა მატატას, მეუფის მსახურს, ის აცხადებს, რომ მამაოს სხვა მონასტერში განწესება ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა.

“ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებებს ახორციელებს ხოლმე მღვდელმთავარი და რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მღვდელმთავარს უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა მამა მატატამ.

საკითხზე საქმის კურსშია საპატრიარქოც, რომლის ზნეობრივი კომისია მომხდარს სწავლობს.

კომენტარები