მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს

ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში, მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას აპროტესტებს.

მისი ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ეს უკანონო ქმედებაა.

“ბადრი არის ამ შემთხვევაში მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, ეს კიდევ ერთი დარღვევაა ჩვენი სახელმწიფოსი, რომელიც უკანონობას სჩადის მის წინააღმდეგ და ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, მოექცნენ მას ისეთ რიგით პატიმრად, როგორიც სხვა პატიმრები არიან”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ არ ცნობს.

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულის პროცესი ზუგდიდის სასამართლოში დღეს გაიმართა. დაცვის მხარემ შუამდგომლობის გასაცნობად დრო ითხოვა, რის გამოც სხდომა გადაიდო.

ადვოკატის თქმით, ესებუას მთავარი ამოცანა პატიმრობიდან მისი ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებაა.

კომენტარები