ჯგუფის “ვეძებ” დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში 44 წლის წინ ქუთაისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.
როგორც მუსერიძე წერს, 44 წლის წინ მშობლებს უთხრეს, რომ ახალდაბადებული გოგონა დაიღუპა, დღეს კი, განჩინების საფუძველზე გახსნეს საფლავი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.
“44 წლის წინ ქუთაისში, ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას. წუთით დაინახა. იყო ქერა და ცისფერთვალა. ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან ჩვილთან ერთად. რატო შემოუყვანეთ, ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო. დედა გაბრუებული ჰყავდათ, ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი. მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო. ასეც მოიქცნენ, გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს.
ერთი წელია, ვიბრძვით მასალებისთვის. განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა”, – წერს მუსერიძე.
კომენტარები