მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბავშვი ტირილით ეუბნება ფარმაცევტს კბილი მტკივა და ფული არ მაქვსო”, – რა მოხდა ქუთაისში

“ბავშვი ტირილით ეუბნება ფარმაცევტს კბილი მტკივა და ფული არ მაქვსო”, – რა მოხდა ქუთაისში

“6-7 წლის ბავშვი ტირილით აფთიაქის ფარმაცევტს ეუბნება კბილი მტკივა და ფული არ მაქვსო”, – სოციალური ქსელის მომხმარებელი ქრისტინა გველესიანი ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე წერს.

ადგილობრივის თქმით, მსგავსი ისტორიები საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს.

“ბუკიას ქუჩაზე, 24-ე სკოლის მიმდებარედ ატირებული ბავშვი დავინახე, რომელიც ტირილ-ტირილით მოდიოდა. მეც მყავს პატარა, უცებ ჩემი შვილი წარმოვიდგინე, ასე შუა ქუჩაში მირბოდეს, ტიროდეს, რაღაცა უჭირდეს და ვერავინ ეხმარებოდესთქო. შვილო, რა გჭირსთქო ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა, გზა გააგრძელა და აფთიაქში შევიდა. შევყევი, მართლა დამაინტერესა რა ჭირდა ბავშვს. სადღაც 6-7 წლის ბავშვი იქნებოდა აფთიაქის ფარმაცევტს ეუბნება კბილი მტკივა, წამალი მინდა, მაგრამ ფული არ მაქვსო.

რა დამემართა ვერ აღგიწერთ, კიდევ უფრო ატირებული სკოლის მოსწავლე რომ დავინახე, მაგრამ ისეთი კმაყოფილი დავრჩი ფარმაცევტებით, დაესია ყველა, უნდოდათ ბავშვს დახმარებოდნენ. მენეჯერმა წამალი გამოუტანა, ჩაეხუტა, მოეფერა, ყურადღება სხვა რაიმეზე გადაატანია და ისე დაამშვიდა, რომ მესიამოვნა. გოგოებს ეუბნებოდა ჩემი შვილის ტოლიაო.

ყოჩაღ, ბუკიას ქუჩაზე არსებულ პსპ-ს მენეჯერს, ჩემი შვილი წარმოვიდგინე ამ ბავშვის ადგილზე და გამიხარდა, რამე ქუჩაში რომ გაუჭირდეს და შველა ითხოვოს დაეხმარებიან”, – წერს ქრისტინა გველესიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები