მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება

ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება

ბავშვს, რომლის მშობლებიც საბავშვო ბაღის აღმზრდელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, ექსპერტიზა უტარდება, – სცემა თუ არა ქუთაისში მე-4 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი, ამას ახლა სამართალდამცველები არკვევენ.

მოზარდის ოჯახი ირწმუნება, რომ მცირეწლოვანს ცემის კვალი სხეულზე ეტყობა. ბავშვის საცხოვრებელი სახლი და ბაღი ერთმანეთის გვერდით არის. ოჯახის თქმით, მათ მოზარდის განწირული ხმა გაიგეს, მალევე ბაღში გადავიდნენ და ატირებული ბავშვი დაინახეს. ის სახლში მაშინვე წამოიყვანეს, რა დროსაც დედამ მცირეწლოვნის სხეულზე ცემის კვალი შენიშნა.

“ჩვენი სახლი და ბაღი არის ერთმანეთის გვერდით, აივანზე  იყო ჩემი დედამთილი, როდესაც მოესმა ტირილი. სახლში ვიყავი, რომ დამიძახა. ეგრევე  გადავედი ბაღში, რომ მივედი, დამხვდა ასეთი სურათი, ბავშვი ეჭირა უკვე აღმზრდელს ხელში და ამშვიდებდა. ბავშვი ისევ ტიროდა. რომ ვკითხე, რატომ ტირისთქო, იმ წამსვე უარყო, არ ტირისო. სიცხე აქვს ბავშვსო, გავხადე და ბავშვს ტანზე ჰქონდა გაკაწრულები და ზურგზე აქვს ხელი დანარტყამი. ჩანს, რომ დიდი ადამიანის ხელია. ბავშვი თვითონ ვერ საუბრობს და ვერაფერს ვერ მეუბნება”, – ამბობს მშობელი ხატია კუჭავა.

ქუთაისის მე-4 საბავშვო ბაღის მმართველი ამ ეტაპზე კომენტარს  არ აკეთებს და ამბობს, რომ  გამოძიებისა  და ექსპერტიზის დასრულების მოლოდინშია, ამის შემდეგ კი  შესაბამისი რეაგირება მოხდება.

კომენტარები