ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაზარში ფასები რეკორდულად იმატებს.
ფასები გაზრდილია ქუთაისის აგრარულ ბაზარშიც.
1კგ ყველი 18 ლარი, 1 კგ საქონლის ხორცი 18ლარი, 1კგ ნიგოზი 33 ლარი, ინდაური 120 ლარი, კურდღელი 50 ლარი. 1კგ კარალიოკის ჩირი 5ლარი, ჩურჩხელა ბადაგის წვენით 2 ლარი, 1კგ ვაშლი 2 ლარი, მწვანე ხახვი ერთი შეკვრა 2ლარი – ეს ფასები ფიქსირდებოდა დღეს ქუთაისის აგრარულ ბაზრებშიც.
ადგილობრივების განმარტებით, ქუთაისის ბაზრებში ფასებს „ცეცხლი უკიდია“.
კომენტარები