ბათუმში რუსი ტურისტების და პუტინის პროპაგანდისტების ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შესაკავებლად ქუთაისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ჩორგოლაშვილი და ქუთაისელი სამართალდამცველებიც ჩაიყვანეს.
ბათუმის პორტში აქცია ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილზე კვლავ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ საკრუიზო ლაინერი გემს არ დატოვებს.
საკრუიზო გემზე მყოფი რუსი ტურისტები და პუტინის პროპაგანდისტები ჯერჯერობით გემიდან არ ჩამოსულან.
აქცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
კომენტარები