მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას ქუთაისში მოსახლეობა გააპროტესტებს

ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას ქუთაისში მოსახლეობა გააპროტესტებს

ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას ქუთაისში მოსახლეობა გააპროტესტებს.

მოქალაქეები ცენტრალური მოედანზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან, სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

“ბათუმში მიმდინარე აქციის სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბოთ დღეს საღამოს 20:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სვეტებთან”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, აქციით დახვდნენ. პოლიციამ აქციის 25-მდე მონაწილე დააკავა, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს კი ლაინერი ავტობუსებით დაატოვებინა.

კომენტარები