ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოანესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია, შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა.
მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღვადგინე და ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის და არაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად.
დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში. მათ შორის ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან. საქართველოს ეკლესიის ძირითადი შემადგენლობა პატრიოტებისა და პატიოსანი სასულიერო პირებისგან შედგება და მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხმას აიმაღლებენ, როგორც რუსული ცილისწამებისა და სადამსჯელო ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ პატრიარქისა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი
კომენტარები