ბაღდათის მერიამ აგვისტოში ბიუჯეტის ფულით მობილური ტელეფონი იყიდა. სამსუნგ A32-ში 784 ლარი გადაიხადეს.
ifact.ge-ის ინფორმაციით, ბაღდათის მერიაში განმარტეს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელს თავისი მობილური დაუზიანდა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდებოდა.
მისივე ცნობით, აგვისტოში მობილურები ქუთაისის მერიამაც იყიდა. Xiaomi -ს სამ ტელეფონში ბიუჯეტიდან 1,254 ლარი გადაიხადეს. მობილურები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის იყიდეს.
ქუთაისის მერიაში კი განმარტეს, რომ ტელეფონებში სპეციალური პროგრამა უნდა დააყენონ, რომლითაც ავტომანქანის დგომა-გაჩერების წესების დარღვევებს გამოავლენენ, ავტომობილის მეპატრონეს ამოიცნობენ და შეტყობინებას გაუგზავნიან.
საინტერესოა, ეს პროგრამა თანამშრომლების პირად მობილურებში რატომ ვერ ჩაიტვირთებოდა.
კომენტარები