მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას 13 ავტომობილი ემსახურება

ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას 13 ავტომობილი ემსახურება

ბაღდათის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას 13 ავტომობილი ემსახურება.

ინფორმაცია იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთმა”  ბაღდათის  მერიიდან  ოფიციალური საჯარო  დოკუმენტის საფუძველზე მიიღო.

“ინფო იმერეთმა” არაერთი მასალა მოამზადა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და  საკრებულოების  ავტოპარკისა და ევროპული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების ავტოპარკის შედარებების შესახებ.

აღნიშნული შედარებებით ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ თუ რა პრაქტიკა მოქმედებს, ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებში და როგორია ქართველი ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის დახარჯულ რესურსთა რაოდენობა.

შედარებისთვის საქართველოზე 5-ჯერ მდიდარი ეკონომიკის მქონე ესტონეთის დედაქალაქ ტალინის საკრებულოს, სადაც თავის მხრივ ბაღდათზე 14-ჯერ  მეტი (426 ათასი) ადამიანი ცხოვრობს, არცერთი ავტომობილი არ ემსახურება.

4-ჯერ მდიდარი ლატვიის დედაქალაქ რიგის საკრებულოს კი მხოლოდ 19 ავტომობილი ემსახურება, რაც თითქმის იგივე რაოდენობაა, რამდენიც ბაღდათის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მაშინ როცა გარდა სიმდიდრისა, რიგის მოსახლეობა 21-ჯერ აღემატება  ბაღდათისას (632 ათასი).

კომენტარები