დიდთოვლობამ და ძლიერმა წვიმამ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანთან დამაკავშირებელ გზაზე მიწის ჩამოშლა გამოიწვია.
ამ დროისთვის შეფერხებულია ავტომობილების გადაადგილება სოფელ წყალთაშუიდან, ხანისა და ზეკრის მიმართულებით.
მიწის ჩამოშლამ დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ხანის და კაკასხიდის მოსახლეობას.
“აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს როგორც გზის გაწმენდითი, ასევე ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები”, -აცხადებენ ბაღდათის მერიაში.
კომენტარები