პოლიციამ ბაღდათში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ამოიღო, დაკავებლია ერთი ადამიანი – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, 1994 წელს დაბადებული ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ შსს-ში.
კომენტარები