შემზარავი ფაქტი ბაღდათში. სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრში გასაწმენდად ჩავიდა და ის გარკვეული პერიოდის შემდგომ, რომ არ დაბრუნდა, მეზობელმა მოიკითხა, რომელმაც ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. შუახნის მამაკაცი დახმარების მიზნით თავად ჩავიდა ქვევრში, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები