მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათში, სტიქიის შედეგად დაღუპული ტყუპი დები, ძმა და მამა დაკრძალეს

ბაღდათში, სტიქიის შედეგად დაღუპული ტყუპი დები, ძმა და მამა დაკრძალეს

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 4 წევრი – ტყუპი დები ანი და ქეთი, 16 წლის დათო და მათი მამა გია რობაქიძე საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ცხედრები დილიდან ბაღდათის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ოჯახიდან დარჩა მხოლოდ დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა და სამშობლოში ტრაგედიის შემდეგ დაბრუნდა.

სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ორი დაღუპული – დედა-შვილი გუშინ დაკრძალეს.

კომენტარები