ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის 3 წევრს – ბებიას, დედას და შვილს დღეს დაკრძალავენ.
ბაღდათში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ოჯახის კიდევ ერთი წევრი მეწყერს გადაურჩა და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა.
მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სტიქიამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტიქიის შედეგად ასევე დაიღუპნენ დედა-შვილი და მამა სამ შვილთან ერთად.
კომენტარები