ბაღდათში 2023 წელს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წელს ბაღდათში, 175 ბავშვი დაიბადა.
2022 წელს – 188; 2021 წელს – 208; 2020 წელს – 215; 2019 წელს 211; 2018 წელს კი 249 ბავშვი გაჩნდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 276 ბავშვი დაიბადა, 2004 წელს კი 241 ბავშვი გაჩნდა.
სტატისტიკა მიუთითებს, რომ ბაღდათში ყოველწლიურად შობადობა მკვეთრად მცირდება.
კომენტარები