მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბეჟანიშვილი, ბოგველიშვილი და ბოტკოველი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ბეჟანიშვილი, ბოგველიშვილი და ბოტკოველი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ბეჟანიშვილის, ბოგველიშვილის და ბოტკოველის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად “მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- “ვეჯილი” ანუ “ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.

ბოგველიშვილი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ბოგველი; ბოგვი სოფელია თეთრიწყაროს რაიონში.

ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202წ. სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები