“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტში მიმდინარე პროტესტის დროს, ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს ხელი მოუღერა.
ბეჟან წაქაძეს, ისევე როგორც მის თანაპარტიელებს, საკომიტეტო მოსმენაზე შესვლამდე, შეძახილების მოსმენა მოუწია – “არა რუსულ კანონს, “მონა”, მოღალატე” – სწორედ ამ ფრაზებითა და სტვენით აცილებენ უმრავლესობის დეპუტატებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
კომენტარები