მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბიზნესმენმა დავით კოსტავამ მოგვატყუა, სტადიონის ნაცვლად კორპუსთან ახალ საცხოვრებელ კორპუსს გვიშენებს”

“ბიზნესმენმა დავით კოსტავამ მოგვატყუა, სტადიონის ნაცვლად კორპუსთან ახალ საცხოვრებელ კორპუსს გვიშენებს”

ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის.

მათივე თქმით, ტერიტორიაზე სტადიონი და რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება.

განჯის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, სამუშაოებს კომპანია “იბერია სტარ გრუპი” აწარმოებს, რომლის მფლობელის შვილიც ქუთაისის საკრებულოს წევრი მაგდა კოსტავაა.

ადგილობრივები კომპანიის ლობირებაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამუშაოები სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს.

კომპანიის იურისტის თემურ მესხის ინფორმაციით, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდარტები და საფრთხეც არ არსებობს. მან ასევე არ დაადასტურა ბრალდება ადგილობრივი ხელისუფლების მფარველობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობა გამორიცხულია.

კომენტარები