ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს საკრებულოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა, ბოდიშს უხდის.
ირაკლი შენგელიას თქმით, საკრებულოს სხდომა არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მითუმეტესს მედიის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს საშუალება დაბრკოლების გარეშე შევიდეს საკრებულოს სხდომაზე და დასვას შესაბამისი კითხვები.
“მე არაერთხელ მითქვამს, რომ საკრებულოს სხდომა არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მითუმეტესს მედიის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს საშუალება ღიად შემოვიდეს საკრებულოს სხდომაზე და დასვას შესაბამისი კითხვები ნებისმიერი მიმართულებით. ბოდიშს ვიხდი აღნიშნული უხერხულობისთვის, ვფიქრობ, რომ არანაირი ბიუროკორტიული მექანიზმი არ უნდა არსებობდეს საკრებულოს სხდომაზე მედიის წარმომადგენლის დაშვებაზე”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ტელეკომპანია “რიონთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
კომენტარები