მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა ძმებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა ძმებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა ძმებმა გიორგი და ჯიმი რაზმაძეებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ოქროს მედალი აიღო ჩემპიონატის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილემ სანდრო თევზაძემ.

62 კგ, 69 კგ და 94 კგ წონით კატეგორიებში სამივემ 4 შეხვედრა ჩაატარა.

ჩემპიონატი საბერძნეთში ჩატარდა და მაში სულ 68 ქვეყანა მონაწილეობდა.

ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ (Brazilian Jiu-Jitsu, BJJ) საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ორიენტირებულია ბრძოლაზე მიწაზე და დაქვეითებაზე (გრაპლინგზე). მისი ძირითადი კონცეფციაა უფრო ძლიერი და დიდი მოწინააღმდეგის დაძლევა ტექნიკის, ბერკეტების და სხეულის პოზიციონირების გამოყენებით, ნაცვლად სიძლიერისა.

BJJ-ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სუსტ ადამიანს შეუძლია დაამარცხოს უფრო დიდი მოწინააღმდეგე ბრძოლის კონტროლით მიწაზე, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც სპორტში, ასევე თავდაცვაში.

კომენტარები