მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ბუდუ ზივზივაძეს ინგლისის ჩემპიონშიფის და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ

ბუდუ ზივზივაძეს ინგლისის ჩემპიონშიფის და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ

საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს“ თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგის და ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბები იწვევენ – ამის შესახებ საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

“ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი დაუკავშირდნენ, კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ახლა თავად ბუდუმ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გერმანიიდან თურქეთში გადასვლა, ის ამ წინადადებაზე ფიქრობს.

ამას გარდა, ზივზივაძეს ასევე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდშიც იწვევენ, მაგრამ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბების დასახელებას მოვერიდები“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

კომენტარები