მთავარიახალი ამბებისპორტი

ბუდუ ზივზივაძე – მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები დავბრუნდეთ

ბუდუ ზივზივაძე – მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები დავბრუნდეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ავსტრიაში გაემგზავრა.

“ევროპის ჩემპიონატისთვის მზად ვარ არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი. ყველა ერთად მოვემზადებით ამ ისტორიული ტურნირისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გერმანიიდან თავაწეულები და რაც შეიძლება გვიან დავბრუნდეთ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ, ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა “კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გამგზავრებამდე.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. 9 ივნისს გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთს დორტმუნდში შეხვდება, 22 ივნისს ჩეხეთს – ჰამბურგში, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას – გელზენკირხენში.

კომენტარები