მთავარიახალი ამბებისპორტი

ბუდუ ზივზივაძე – ყველანაირად ვეცდებით, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ

ბუდუ ზივზივაძე – ყველანაირად ვეცდებით, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ

ვემზადებით ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის, რომელსაც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით ვიწყებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების  და “კარლსრუეს” თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა.

“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ და როგორც ყოველთვის, ნაკრებში ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და რაც მთავარია, ჯანმრთელადაა. ვემზადებით ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის, რომელსაც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით ვიწყებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, – განაცხადა ზივზივაძემ.

საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები