მთავარიახალი ამბებისპორტი

ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა 

ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა 

Transfermarkt-მა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებების განაახლა.

“კარლსრუეს” ქართველი ფორვარდის ბუდუ ზივზივაძის ღირებულება 900 000 ევროთი გაიზარდა და ამჟამად 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.

ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა შორის ზივზივაძე 6 გოლით კვლავ პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსნებს 2 გოლით უსწრებს.

30 წლის თავდამსხმელმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო – ბუნდესლიგა 2-ის 6 ტურში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მის აქტივშია 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გერმანიის თასის ერთ მატჩში.

კომენტარები