მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბუნკერებში” ვართ, პანიკაა, ძალიან გვეშინია, ისმის სროლების ხმა” – ისრაელში მყოფი ქუთაისელი

“ბუნკერებში” ვართ, პანიკაა, ძალიან გვეშინია, ისმის სროლების ხმა” – ისრაელში მყოფი ქუთაისელი

ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები წამოიწყეს. შეიარაღებული პირები ქალაქ სდეროთში შეიჭრნენ, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ.

თავდასხმა გამთენიისას დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ “ჰამასი” “ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის” დილით ადრე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმისთვის.

ისრაელში  მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ისინი  განგაშის გამოცხადების შემდეგ შენობების “ბუნკერებში” არიან.

“ბუნკერებში” ვართ, პანიკაა, ძალიან გვეშინია, ისმის სროლების ხმა”, – ამბობს “ინფო იმერეთთან” საუბრისას  ისრაელში მყოფი ქართველი.

კომენტარები